აყევი ჯანსაღი ცხოვრების რიტმს!





მისია და ხედვა


მისია

ჩვენი მისიაა უმაღლესი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფით ხელი შევუწყოთ მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების კულტურის დანერგვას, ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება აღნიშნული მიმართულებით და მოვახდინოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
კომფორტულ და ჯანსაღ გარემოში წყლის სხვადსხვა სპორტული აქტივობების მეშვეობით ვუზრუნველყოთ თბილისის მოსახელეობა ფიზიკური და გონებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით.



ხედვა

ჩვენ გვჯერა, რომ ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჯანმრთელი ცხოვრება გულისხმობს ადამიანის არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ ასევე მენტალურ, ემოციურ, ინტელეტუალურ, სოციალურ და სულიერ კეთილდღეობას.
ჩვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით წვლილი შევიტანოთ საზოგადოების კეთილდღეობაში, რადგან მოსახლეობის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი ეროვნული ღირებულება და ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური წინაპირობაა.

ინსტრუქტორები


გამომდინარე იქედან, რომ საცურაო კომპლექსი ნემო მუდამ ორიენტირებულია მომხმარებელთა ინტერესებსა და მომსახურების უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფაზე, ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მწვრთნელებით, რომლებიც უდიდესი ენთუზიაზმითა და პროფესიონალიზმით ახორციელებენ საქმიანობას.

 


ინფრასტრუქტურა


პროგრამები



ცურვის სწავლების საბავშვო კურსები ფუნქციონირებს ბავშვებისთვის 4 წლის ასაკიდან. პროგრამის ფარგლებში ბავშვები დაეუფლებიან ცურვის სხვადასხვა სახეობებს.

ჯგუფური მეცადინეობები მიმდინარეობს კვირის დღეებში 17:00 საათიდან 23:00 საათამდე, შაბათს 10:00- დან 22:00 საათამდე, კვირას 10:00-დან 20:00 საათამდე.

ჯგუფები შედგება მაქსიმუმ 10 ბავშვისაგან.

ასევე ფუნქციონირებს ინდივიდუალური სწავლების კურსები.


უფროსებისთვის მოქმედებს, როგორც თავისუფალი დასწრების პირობები, ასევე ცურვის სწავლების კურსები, სადაც მაღალკვალიფიციური მწვრთნელები ასწავლიან ცურვის სხვადასხვა სახეობებს.

ჯგუფური მეცადინეობები მიმდინარეობს კვირის დღეებში 17:00 საათიდან 23:00 საათამდე, შაბათს 10:00- დან 22:00 საათამდე, კვირას 10:00-დან 20:00 საათამდე.

ჯგუფები შედგება მაქსიმუმ 10 ადამიანისგან.

ასევე ფუნქციონირებს ინდივიდუალური სწავლების კურსები.


ჰიდროთერაპიის კურსები მიმდინარეობს ბავშვებისა და მოზარდებისთვის, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური ვარჯიშების ფორმით

ჰიდროთერაპიის აღნიშნული კურსი განკუთვნილია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ისეთი დარღვევების სამკურნალოდ როგორიცაა: სქოლიოზი, პლექსიტი, ბრტყელტერფიანობა და სხვა.

ფ ა ს ე ბ ი

ცურვა
ბავშვებისთვის
ცურვა
უფროსებისთვის
ჰიდროთერაპია ინდივიდუალური
სწავლება
12 ვიზიტი 130 ლარი 130 ლარი 150 ლარი 250 ლარი
8 ვიზიტი 100 ლარი 100 ლარი 120 ლარი 200 ლარი
8 ვიზიტი
მხოლოდ შაბათ-კვირის
100 ლარი 100 ლარი 120 ლარი 200 ლარი
20 ვიზიტი
*შაბათ-კვირის გარდა
200 ლარი 200 ლარი
20 ვიზიტი
*შაბათ-კვირის ჩათვლით
250 ლარი 250 ლარი
1 ვიზიტი 15 ლარი 15 ლარი
მწვრთნელის მომსახურება +20 ლარი

პირობები


  • რეგისტრაცია

    იმისათვის, რომ მომხმარებელი დაიშვას საუცრაო აუზზე საჭიროა:
    • წარადგინოთ ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100)
    • წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
    • გააფორმოთ ხელშეკრულება
    • წინასწარ აანაზღაუროთ მომსახურების ღირებულება

  • გრაფიკი

  • გრაფიკის შეცვლა

  • ქცევის რეგულაციები

  • ჯგუფები

  • მომხმარებლის მონაცემები

  • დასვენების დღეები

  • საჩივრები

  • პასუხისმგებლობა

  • ფორს მაჟორი

კონტაქტი